ისანში მოკლული ახალგაზრდა ქალის მეუღლე მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 36 წლის ბრალდებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააპატიმრეს.
მან საკუთარი მეუღლე გუშინ, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯემრე გასროლით დაჭრა და მიიმალა. სასიკვდილოდ დაჭრილი გოგონა სასტუმროში მუშაობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ 3-4 გასროლა გაიგონეს. დაჭრილი ქალი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.
გარე კახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა ყვებიან, რომ სასტუმროსთან, სადაც მოკლული მუშაობდა, მამაკაცი მივიდა და ყოფილ ცოლთან შეხვედრა მოითხოვა.
მოკლულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ მას ქმართან კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა. ისინი მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი წარსულში რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები თითქმის 2 საათი მუშაობდნენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).