შვეიცარიაში რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის მოსახლეობის 78%-მა 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ ”გარანტირებულ შემოსავალზე” უარი თქვა. ამის შესახებ ბრიტანული ტელემაუწყებლობა BBC იტყობინება.
შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა. დამკვირვებლების თქმით, რეფერენდუმის კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო. დასმულ კითხვაში ყოველთვიური მუდმივი ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ იყო. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება.
როგორც BBC ამბობს, შვეიცარიის არც ერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა „პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას“ დაკარგავდა.