ახალი ამბები მთავარი

“მაესტროდან” კიდევ 32 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ბიზნეს კონტაქტის ჟურნალისტებმა  შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ შეტყობინება მიიღეს.  4 პირის შემდეგ ახლა უკვე, ამ გადაცემების 32-ივე თანამშრომელმა მიიღო. ზურაბ ნაყეურის ხელმოწერილ დოკუმენტში გათავისუფლების შესახებ მითითებული მიზეზები ჟურნალისტებისთვის გაუგებარია.

შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ ჟურნალისტებმა არხის დირექტორს კოლექტიური განცხადებით მიმართეს, სადაც გაფიცვის ორგანიზება ოფიციალურად უარყვეს და არხის ხელმძღვანელობას სამი მოთხოვნით მიმართეს, მათ შორისაა შრომითი ხელშეკრულების აღდგენა და შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება გარკვეული ვადით. განცხადების ჩაბარებაზე მაესტროს დირექტორმა უარი თქვა.

 

იტვირთბა....