განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრის რანგში პირველ დღეს საერთაშორისო სემინარი გახსნა, რომლის მიზანიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით იმ საკითხთა იდენტიფიცირებაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ჯეჯელავა ტექნოპარკშიც იმყოფებოდა, სადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრი ჟურნალისტებთან კომენტირებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და პროცესებში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.