aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა.
მოგვიანებით, ჯგუფის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ადგილზე დაგეგმილი საგამოძიებო საქმიანობის გარდა, უსაფრთხოების, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, თარჯიმნის მომსახურებისა და ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრების ორგანიზებაც სთხოვა.
„ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია – ჩვენ ვითხოვთ სრულ კოოპერაციას, სრულ თანამშრომლობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებისგან. იმ მასალებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია. ერთი კვირის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება.
პარალელურად, მივემგზავრები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ყველა იმ პირთან გავმართავ შეხვედრებს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. უკვე მათგან მოვითხოვთ პასუხებს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ამ ბრალდებების წაყენება. მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი, ვიღაც ადამიანმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან – არა. ამიტომ, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია – ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრები არიან ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი. თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას გაუწევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

იტვირთბა....