ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ამ ინტერვიუს შემდეგ სალომე ასათიანი ისევაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი??“

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ სალომე ასათიანის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები მწვავედ აფასებენ:

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე: ჟურნალისტებს, რომლებმაც აქამდე აიღეთ ინტერვიუ პირველი მოქალაქისგან არ გეწყინოთ. თქვენს შორის ბევრი პროფესიონალია და დიდ პატივს გცემთ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ამ კაცმა რომ ელემენტარული რამე არ იცის – ჟურნალისტმა კითხვა უნდა დასვას და მან უნდა უპასუხოს, ნაწილობრივ სწორედ თქვენი ბრალია. მესმის, ძალიან ძნელია ნარცისებისგან ინტერვიუს აღება. მე პირადად ვერაფერს ვერ შევძლებდი. ეგრევე დავნებდებოდი. მაგრამ იქნებ ვაღიაროთ, რომ სალომე ყველაზე მაგარია

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

სალომე ასათიანი ამ ინტერვიუს შემდეგ ისევაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნეტავ??

 

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

ქართველო ჟურნალისტებო! სირცხვილია! ჩემსავით,

ხანდახან უცხოელ წამყვანებს მაინც უყურეთ! უფრო ახლოს: სოფო შევარდნაძის ინტერვიუებს მაინც უყურეთ! ან “Дождь”-ის ჟურნალისტებს!!!! კრისტიან ამანპურებზე და ჩარლი როუზებზე, ვინღა ლაპარაკობს!!!!!

პეტრე ცისკარიშვილი, “ნაციონალური მოძრაობისწევრი:

ქოცთა ზევსი პრაქტიკულად ყველა შეკითხვაზე აფეთქდა – პანორამა/საყდრისიდან დაწყებული, საგარეო ურთიერთობებით გაგრძელებული, ნარკოპოლიტიკით დამთავრებული!

 

ნინია კაკბაძე, ჟურნალისტი:

მერე გიკვირთ ვიღაცის დახატული გულები და ასე ძალიან რატომ უძვრებიანო, ხოდა ხომ ხედავთ წინააღმდეგობას და თავნებობას თუ წააწყდა რა ემართება? სახე დაკარგა და თავიც. დღეს ვიღაცას დახვრიტავს ნამდვილად!

 

ნინო დანელია, მედიექსპერტი:

ბევრი რამის თქმა შეიძლება სალომე ასათიანის ინტერვიუზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ სალომე აღმოჩნდა ერთადერთი ჟურნალისტი, ვისთვისაც აქამდე ინტერვიუ მიუცია, ვინც ივანიშვილს, როგორც თანასწორს ისე ელაპარაკა: კითხვა დაუსვა, არ დაეთანხმა, გააწყვეტინა, გააკრიტიკა. გაგიჟდა კაცი, მინისტრები ვერ უბედავენ ამას და ამ გოგომ, რამდენი შებედა ცათა მპყრობელს! არადა, ერთი ჩვეულებრივი ძალიან მდიდარი ეგოცენტრიკი, უვიცი და უზრდელი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ყმებთანაა ურთიერთობას მიჩვეული.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი, “2030”-ის ყოფილი წამყვანი:

რას ერჩით ამ ჟურნალისტ სალომე ასათიანს, კი, სასურველია, კვალიფიციურად ესაუბროს, მაშინ როდესაც ცდილობს თამამი იყოს, და ზოგადადაც, თვითმიზანი ფორმა კი არ უნდა იყოს – სითამამე თუ სხვა, არამედ შინაარსი… მაგრამ ისე მე ბევრი კარგი მაქვს გაგებული ამ გოგოზე და რას ვიზამთ, ხდება ხოლმე ჩავარდნები, ყველას მოგვსვლია. დღევანდელი წარუმატებლობა ხვალ მას მეტ პროფესიონალიზმს შესძენს, რაც სულაც არაა ცუდი. წარმატებები სალომეს.

შეგახსნებთ, 2 ივნისს რადიო „თავისუფლების“  ჟურნალისტ, სალომე ასათიანსა და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს  შორის ინტერვიუ შედგა. ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ყოფილი პრემიერის ღია წერილს ეხებოდა.

 

იტვირთბა....