ახალი ამბები მთავარი

“აუცილებლად უნდა მეხსენებინა, რა სიტუაცია გვქონდა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს”

 გადაცემა ”ინტერვიუში” ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარს გვერდს ვერ აუვლიდა:

“როდესაც ანალიზს აკეთებს პოლიტიკოსი ან თუნდაც არაპოლიტიკოსი, ბიზნესმენი ან სხვა ვინმე, ის პერიოდებს აუცილებლად ადარებს, სხვას რას უნდა შეადარო, უნდა შეადარო წინა პერიოდს – რა იყო და რა არის დღეს და რას აპირებ ხვალ, – ეს არის მარტივი ანალიზის ფორმულა. მინდოდა, თუ არ მინდოდა, მე წინა პერიოდი უნდა გამახსენებინა და მეთქვა იმასთან შედარებით რა გავაკეთეთ, რა ხდება დღეს და რას გავაკეთეთ ხვალ, ამიტომ ძალიან მარტივი პასუხია: აუცილებლად უნდა მეხსენებინა, რა სიტუაცია გვქონდა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რა სიტუაცია გვქონდა, რა გადავიბარეთ და იმის შემდგომ რა გავაკეთეთ.
ცალკეული პიროვნებები და მათ შორის ღარიბაშვილიც არ დამისახელებია და არც იმას ვუსვამდი ხაზს, რომ “ეს ივანიშვილმა“ გააკეთა, ისევე როგორც ღარიბაშვილისთვის არ უნდა გამესვა ხაზი, ამის საჭიროება არ იყო იმ წერილში. “ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობას თუ არ შევედრებოდი, როგორ მეჩვენებინა ხალხისთვის თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....