ახალი ამბები მთავარი

“ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ისაა, რომ ხალხი მენდობა”

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა ”ინტერვიუს” წამყვანის შეკითხვას , თუ როგორ დაახასიათებდა საკუთარ თავს და ”ვის ვესაუბრებით დღეს ჩვენ?”, ასე უპასუხა:

”მოქალაქეს და ეს არ არის პატარა მცნება, ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს. მე მოქალაქის რანგში წარმოგიდგებით თქვენ დღეს და სხვა სპეციალური სტატუსი არ გამაჩნია”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

შეკითხვაზე,  რამდენად უქმნის ქვეყანას საფრთხეს, ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ   მასთან მიმართებაში სიტყვა ”საფრთხის” გამოყენება გადაჭარბებულია:

”თუ ჩემს პიროვნებას იცნობთ და ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე გსმენიათ, სიტყვა ”საფრთხე” მემგონი გადაჭარბებულია. გასაგებია, რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ, მაგრამ მთავარია, რომ მთელ ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ხაზს – თუ ”რუსთავი 2”-ს და სიცრუის მანქანას არ მოუსმენთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. მთელი ცხოვრება სინდისით ვცხოვრობ, არა მხოლოდ კანონს ვემორჩილებოდი, სინდისს ვუხმობდი ყოველთვის და ამ მხრივ ვერ წარმომიდგენია სიტყვა ”საფრთხე” რატომ უნდა ვიხმაროთ…

რაც შეეხება ძალაუფლებას, ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ისაა, რომ ხალხი მენდობა და ჩემ სიტყვას აქვს ფასი და არა ის ფინანსები, რომელიც არანაკლები გააჩნია იმ გუნდს, რომელმაც თუკი რამე 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში იწარმოებოდა, ერთ გუნდში გადაინაწილეს. ჩემი ძალაუფლებაა ხალხის ნდობა და სანამ ამას ვგრძნობ, ვალდებულება გამაჩნია ხალხს მოვემსახურო და რაც შემიძლია მათ აუცილებლად გადავცე”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....