ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება”

 

“მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „აჭარის“ ტელევიზიაში კორცხელის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორცხელის დაპირისპირება იყო რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ და მომხდარზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება უნდა მოეხდინა.

„კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. როდესაც ამ პროცესებს ვაკვირდებით, მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს. მათ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადაიფორმეს, ახლა საქართველოს სთავაზობს ეს დაჯგუფება, რომ ასე წარმართოს პოლიტიკა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.

იტვირთბა....