„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი“- ამის შესახებ სუს-ში აცხადებენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს“ – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.