ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესები ამ თვიდან განახლდება. როგორც „მეტრონომმა“ შეიტყო, ნაფიცი მსაჯულები უკვე შერჩეულია, ახლა კი მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ფერაძის ქუჩაზე მამაკაცისა და 5 წლის ბავშვის ცხედრები აღმოაჩინეს. მათ მკვლელობაში 26 წლის გოგონა, მაგდა პაპიძე დაადანაშაულეს და ამ ბრალდებით დააკავეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობოდა, არც თავად პაპიძე. ამის გამო მან გადაწყვიტა, რომ მისი საქმე ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს განეხილა და გადაეწყვიტა. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
სასამართლო პროცესის განახლების ზუსტ თარიღს „მეტრონომი“ პროცესამდე შეგატყობინებთ.