„იქს ფაქტორის” მორიგ ტურში ცირა კობიაშვილი აუტსაიდერთა შორის მოხვდა. ის პროექტში ჟიურის გადაწყვეტილებით დარჩა.
კონკურსანტმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა:
”ბოდიშს გიხდით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, რომ ასე განერვიულეთ… დღეიდან გაასმაგებული შემართებით ვიქნები მეც და დიდი იმედი მაქვს თქვენც დამეხმარებით იმაში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ცოტანი ვართ, მაგრამ ნამდვილები და ძლიერები. ჩვენ დაუმსახურებელ და ზღვარგადასულ კრიტიკას ხალხისგან და შეურაცხყოფას შეძლებისდაგვარად აი, ასე ღიმილით ვხვდებით”! – წერს კობიაშვილი.