ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„ცვლილება ტელევიზიაში არ არის დასაშვები, როცა ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე“

 

აშშ-ის ელჩმა საქართველში, იან კელიმ ”რუსთავი 2”-თან დაკაშირებით, განაცხადა, რომ ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში არ არის დასაშვები, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე:

”ახლა არ იქნებოდა ჩემგან მიზანშეწონილი, რომ გავაკეთო კომენტარი თვითონ პროცესზე, რადგან პროცესი არის სააპელაციო დონეზე აყვანილი. ამის შესახებ რამდენჯერმე გამიკეთებია კომენტარი. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში არ არის დასაშვები, არ არის მისაღები ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე”, – განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....