„ბიზნეს-კონტაქტის“ პირდაპირ ეთერში გიორგი ისაკაძემ „მაესტროდან“ მისი გათავისუფლების შესახებ ვრცლად ისაუბრა. „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილის „ და „ანალიტიკის“ პროდიუსერის თქმით, „მაესტროს“ მფლობელებსა და მას შორის ფინანსური და სხვა სახის შეუთანხმებლობა მოხდა. გიორგი ისაკაძემ დღეს ელექტრონულ ფოსტაზე „მაესტროს“ გენერალური დირექტორისგან, ზურა ნაყეურისგან გათავისუფლების შესახებ წერილი მიიღო:
გიორგი ისაკაძე: „ჩემთვის მიღებული მეილი სიურპირიზი არ იყო, რადგან გუშინ დილით „მაესტორს“ გენერალურ დირექტორთან, ზურა ნაყეურთან შეხვედრა მქონდა და მან გადმომცა ყველაფერი ის, არც აღწერილი იყო შემდეგ წერილში.
მას შემდეგ რაც მან დამატებით გაიარა კონსულტაციები შაბათ-კვირას კომპანიის დამფუძნებლებთან, ბორდის წარმომადგენლებათან, აქციონერების 80 პროცენტთან, სადაც, როგორც თავად მითხრა და ისედაც ცნობილია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებში „მაესტროს“ ძველი დამფუძნებლები, მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და ბაჩო კიკაბიძე არ იღებენ მონაწილეობას, გადაწყდა, რომ მათ ჩემთან, როგორც პროექტის ხელმძღვანელთან, საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება არ სურთ.
მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ „მაესტროს“ მენეჯმენტთან ელექტრონული მიმოწერისას მაკავშირებდა სამი თემა, რაც ფინანსებს უკავშირდება. ეს გახლავთ, ჩემი როგორც კრედიტორის თემა- ცნობილი ფაქტია, როცა 2014 წელს „მაესტროს“ გაკოტრების საქმე მიმდინარეობდა და მაშინ კომერციულ დირექტორად ვმუშაობდი, კომპანიას გაუთვალისწინებელი პრობლემა შეექმნა, რის გამოც საშიშროება დადგა 200 000 ლარამდე ყადაღა დასდებოდა. შესაბამისად, დამფუძნებლებთან კოორდინაციით, შევეცადე აღმომეფხვრა ეს პრობლემა იმგვარად, რომ ბანკიდან პირადად მე ოვერდრაფტი ავიღე. ამიტომ დავფიქსირდი როგორც კრედიტორი.
დღეს „მაესტროს“ ეს დავალიანება სრულად არის დაფარული. ეს თემა განსაკუთრებული შეუთანხმებლობის საკითხი ჩემსა და „მაესტროს“ შორის არ ყოფილა.
დანარჩენი ორი საკითხი არის „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის, კონკრეტულად კი, „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილის“ და „ანალიტიკის“ გუნდისთვის წლის ბოლოსთვის მაინც 20 პროცენტით ხელფასის მატება. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. პასუხად მივიღე, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ხელშეკრულება ფიქსირებულ შემოსავალს და ხარჯებს ითვალისწინებს. ამას გაგებით მოვეკიდეთ. ასევე დავთანხმდით აუთსორსის ნაწილს, რადგან როგორც ზურა ნაყეურმა გამაცნო, კომპანიის მესვეურებისთვის მიუღებელი იყო ჩვენი აუთსორსზე (დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სხვა კომპანიებს სთავაზობს პროდუქტს) ყოფნა და ამგვარად დაფინანსება. შევთანხდით, რომ ამ თემას 2017 წლის 15 იანვრიდან დავუბრუნდებოდით.
რჩება დელიკატური დეტალი- 2 ოქტომბერს, როცა დავბრუნდი ეთერში, დავიწყე გადაცემა „ანალიტიკის“ წაყვანა. ეს იყო ზეპირი შეთანხმება კომპანიის მენეჯმენტთან და აქციონერების ნაწილთან, ვგულისხმობ მაკა ასათიანის მხარეს. იყო მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკება, რომ შესაძლებლობებიდან გამოდინარე, გადაიხედებოდა სახელფასო ანაზღაურება. გარკვეული ციფრი ვთქვით, კონკრეტულად კი -3000 ლარი. ამასთან დაკავშირებითაც მივიღე პასუხი, რომ კომპანიას არ აქვს საშუალება სახელფასო გადახედვა მოხდეს. ეს ნორმალურად მივიღე. კონტარქტით რომელიც „მაესტროსთან“ მაქვს გაფორმებული, არ ითვალისწინებს, რომ გადაცემა უნდა წამეყვანა. ეს იყო ზეპირი შეთანხმება, დაარქვით კეთილი ნება ორივე მხრიდან. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება, რომ ცალმხრივად მივიღე გადაწყვეტილება, თუმცა ბუნებრივია, რომ საქმის კურსში ჩავაყენე გენ. დირექტორი.
ტოტალური აზრთა სხვაობაა აუთსორსთან დაკავშირებით. ეს გახდა მიზეზი კონტრაქტის გაწყვეტისა.
არის გარკვეული კითხვები ჩემი მხრიდან, რაც ამ მოწერილიდან გამომდინარე ფიქსირდება. რაც ეხება ტელეკომპანიაში იმპერიულ უფლებას სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
2013 წლის ბოლოს დავიწყე „მაესტროსთან“ ურთიერთობა და დღემდე სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მიგრძვნია. ამიტომ ვერ მივხვდი აღნიშნული მოწერილობის მნიშვნელობას.
აუცილებლად მოხდება სასამართლო პროცესი. სასამართლოზე ჩემ კონტრარგუმენტებს დავუპირსპირებ. ადვოკატები უკვე ჩართულები არიან და ამაზე ცხადია სამართლებრივი რეაგირება მექნება.
ჩემი დაბეჯითებული სურვილია, თუმცა ბუნებრივია უფლება არ მაქვს ეს მოვითხოვო, რომ 29 კაციანმა გუნდმა გააგრძელოს ეთერში ყოფნა. ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქნია.“ – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
იტვირთბა....