ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ივანიშვილის წერილი კობახიძემ ილია ჭავჭავაძეს შეადარა

 

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა მანანა კობახიძეს ილია ჭავჭავაძე და მისი პუბლიცისტური წერილები გაახსენა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილის შეფასებისას, ვიცე სპიკერმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილს ის ილია ჭავჭავაძეს “ასე პირდაპირ ვერ შეადარებს” იმიტომ რომ თავად ივანიშვილს არ მოეწონება.

“ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი, თავისი შრომით, თავისი ენერგიით, თავისი მეცენატობით, რომელიც აბსოლუტურად შეუფასებელია. მსგავსი რამ ბიძინა ივანიშვილამდე არავის არ გაუკეთებია. აიღეთ მე-20 საუკუნე, 21-ე საუკუნე ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანიც გვყოლია, მაგრამ ასე გადაედოს ადამიანს ყველაფერი ქვეყნისთვის , არ ვიცი”.-განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....