ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ურთმელიძე შესაძლოა სასამართლოს დაუბრუნდეს

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით შესაძლოა სასამართლოში დაბრუნდეს.

ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საქმის ყოფილმა მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეობის ვადის გაგრძელების განცხადებით უკვე მიმართა და კონკურსის დასრულების შემდეგ კვლავ მოსამართლის მანტიას მოისხამს. გამოცემის ინფორმაციით, 50-მდე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

“მეტრონომი” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა. როგორც პრესამსახურში გაგვიმარტეს მოსამართლეთა სია ხვალ დილით გამოქვეყნდება და იქნება თუ არა მათ შორის ურთმელიძე, დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....