მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში საკუთარი დიეტა გამოაქვეყნა. როგორც ფარულავა აღნიშნავს, კალორიების დიეტას იცავს, რის მიხედვითაც თვეში 4 კილო დაიკლო:
„სულ რაღაც 4 კგ დავიკელი თუმცა წესით მეტი უნდა დამეკლო. რადგან აინტერესებს ხალხს და მწერენ, აქ დავწერ პასუხს: 1000 კალორია დღეში! კალორიების ცხრილი არის ინტერნეტში. რასაც მიირთმევთ დათვალეთ და დაწერეთ ფურცელზე. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია. მე არ ვცნობ არც ერთ დიეტას, მაგრამ 1000 კალორიული დიეტა ( ნუ 1200 ) მოსულა და შეიძლება გახდეს ცხოვრების სტილი ყველა სხვა დიეტებთან შედარებით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქართულ სუფრაზე 1000 კალორია შეიძლება ზუსტად 2 წუთში შემოგეჭამოთ მაგალითად : 1 ნაჭერი ხაჭაპური ( 400 კალორია ) 3 ნაჭერი ყველი ( 300 მდე ) და ასე შემდეგ წარმატებები” – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.