ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

46 წლის ქალი ნიანგმა გაიტაცა

ავსტრალიაში 46 წლის ქალი ნიანგმა გაიტაცა, მაშველები მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული ტელემაუწყებლობა BBC იტყობინება.

ინციდენტი ქვისლენდში, კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დეინტრის ეროვნულ პარკში მოხდა.

ქალს ნიანგი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც მან მეგობართან ერთად გვიან ღამით ზღვაში ბანაობა გადაწყვიტა. როცა 46 წლის ქალი წყალში წელამდე შევიდა, მას ნიანგი თავს დაესხა. ქალი მეგობრის ნაპირზე გაყვანას ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მეგობარი ქალი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, დაკარგული ქალის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

ადგილი, სადაც ქალი საბაონაოდ შევიდა, ცნობილია, რომ ნიანგები ბინადრობენ. როგორც მაშველები აცხადებენ, ადგილზე გამაფრთხილებები ნიშნებიც განთავსებულია.

იტვირთბა....