ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი: „ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“

„ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“ – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოს მიმართულებით ექნება მნიშვნელოვანი პროგრესი.

„ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს დიდ ძალას და რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელიც კი იყო. ბოლო სამიტის შემდეგ კარგი მოლოდინები უნდა გქონეთ იმისათვის თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან,“ – განაცხადა ანდრეი კისკამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტს  ისტორიული უწოდა.

“მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც სულ ცოტა ხანში იწყება, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღის ბოლოს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

იტვირთბა....