ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მიმტანი გოგო  თმებით ითრიეს“: რატომ დაესხნენ თავს კაფეს დანებით თბილისში

 

თბილისში, ვერცხლის ქუჩაძე ვეგეტარიანულ კაფე „კივის“ თავს დაესხნენ. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ აღნიშნულ კაფეში ნაცისტური დაჯგუფების 10 პირი შეიჭრა სოსისებით, მწვადებით, რომლებმაც დაიწყეს ხმამაღალი ყვირილი, რაც შემდეგში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით… მოვიდა პატრული, 10 პირი უკვე გაქცეული იყო.  პატრულმა იმის გამო, რომ ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას „პირსინგები“, „დრედები“ და „იროკეზები“ ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა“- წერს პირი, რომელიც თავდასხმის დროს აღნიშნულ კაფეშიიმყოფებოდა.

ვეგან-კაფე „კივის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  გუშინ საღამოს მათ „ქართული ძალა“  ე.წ. ბერგმანის დაჯგუფება დაესხათ თავს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოძახებულმა პატრულმა დაზარალებულებად თავდამსხმელები აღიქვა და კაფის თანამშრომლები წაიყვანა დაკითხვაზე.

„მეტრონომი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა:

„აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარლგებშიც გამოიკითხნენ კაფეში მყოფი პიროვნებები და ასევე, გამოიკითხება მეორე მხარეც – მათ მიერ დასახელებული პირები და გამოკითხვების დასრულების შემდეგ პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს, ეს არის ამ ეტაპზე, რეაგირება მოხდენილია“ – განგვიცადეს შსს-ში.

იტვირთბა....