ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

 

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რაც ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა.

გვარამიას თქმით, წინა კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

გვარამიამ განაცხადა, რომ გამოძების დაინტერესების შემთხვევაში მათ მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა.

მოსამართლეებმა კი განაცხადეს, რომ მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

იტვირთბა....