ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

თურქეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.  პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა. პარლამენტმა მთავრობის სამოქმედო პროგრამაც მოიწონა.

ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან აჰმეთ დავითოღლუ  ცოტა ხნის წინ პრეზიდენტთან დაპირისპირების გამო გადადგა.

იტვირთბა....