დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა და მამაკაცის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.