ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე იკრძალება გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში მოძრაობა

გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....