მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, დღეს გამართულ პირველ პარტიულ ყრილობაზე საზოგადოებას მოძრაობის ახალი გუნდი წარუდგინა.
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გუნდის შემადგენლობაში არიან: ფილოლოგი ქეთი ნიჟარაძე, პროფესორი ალექსანდრე ბაკურაძე, ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებული ტარიელ ჭულუხაძე, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, გოჩა ჭელიძე, ბექა ჟვანია, გიგა ფარტენაძე, კობა ჩიხლაძე, არტემ ჰარბანცუმიანი, ორხან პირვირდიევი, ირმა დაუშვილი, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, გიორგი პაპელიშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლადო კახაძე, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე.