ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაშა დვალიშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სიაში იქნება

სპორტული ჟურალისტი ლაშა დვალიშვილი  პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წევრია. ამის შესახებ ცნობილი დღეს, სპორტის სასახლეში გამართულ პარტიულ ყრილობაზე გახდა. ლაშა დვალიშვილის ცნობით, ის საარჩევნო სიაში იქნება.

“ეს გუნდი ეს პარტია მოდის ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდით და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ იყოს ხალხის სამსახურში. სიასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ ვარ საარჩევნო სიაში. ხვალიდან, ზეგიდან  დაიწყება ინტენსიური მუშაობა სიის შემადგენლობაზე, დღეს ჩვენთვის მთავარი არის ეს დიდი ღონისძიება.”- აღნიშნა დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

იტვირთბა....