ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველო“: ქუთაისის მერია უკანონო კომპანიას ფლობს

პარტია “თავისუფალი საქართველო” აცხადებს, რომ ქუთაისის მერია უკანონო კომპანიას ფლობს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ  განცხადება გოგი წულაიამ გააკეთა.

მისი თქმით, ქუთაისში თებერვლიდან ამოქმედებული შპს პარკინგ სერვისი საჯარო რეესტრში არაა დარეგისტრირებული და მას ფუნქციონირების უფლება არ აქვს. თუმცა, წულაიას თქმით, პარკინგ სერვისი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა, მძღოლებს ჯარიმებს უკანონოდ უწერს.

ერთ-ერთი ასეთი ოქმის გასაჩივრებაზე კი, წულაიას მტკიცებით, მოსამართლე გენადი მაკარიძემ უკანონო განაჩენი გამოიტანა.

იტვირთბა....