ახალი ამბები თვალსაზრისი

“მიშა, დილის 5 საათზე ავტომატის ლულა რომ გვქონდა მოშვერილი მე და ჩემს შვილს…”

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი უკრაინის პროკურატურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის სამუშაო კაბინეტის და ბინის ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს რა მესმის! მიშა ეუბნება უკრაინის სპეცნაზს, არ გრცხვენიათ, ავტომატებით რომ მოდიხართ, წადით იომეთ, თუ რამე შეგიძლიათო! ავტომატებით შეუვარდნენ ქალებს და კანკალებენ ქალებიო! ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩრდილოეთ კორეაშიც არა ხდებაო.- ამას მიშა ამბობს, სააკაშვილი!

მიშა, შე არაადამიანო! პანტიანში, აგარაკზე, დილის 5 საათზე, 30 კაციანმა სპეცრაზმმა რომ ალყა შემოარტყა ჩემს სახლს და ჯერ კიდევ სიბნელეში ავტომატის ლულა რომ გვქონდა მოშვერილი მე და ჩემს 11 წლის შვილს, მძინარეებს, და რომ მანათებდა ეს ავტომატი, შავი ნიღბიანის ხელში, ადვოკატი მახსენებინა ვინმემ?! ჩრდილოეთ კორეის პროკურატურამ გამომიგზავნა, თუ იცი, ის სპეცნაზი პანტიანში თუ შენმა “შვონდერმა“ პროკურატურამ.

კანკალებდნენო, უკრაინელი ქალებიო, ეცოდება მიშას! შე „ცრუ ნერონო“, გიფიქრია, ქართველი ქალები, ბავშვები და კაცები რომ კანკალებდნენ, კვდებოდნენ, ტყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ, გიფიქრია მათზე და მათ ოჯახებზე?! რატომ გძულდა ასე ძლიერ ნახევარი საქართველო?! შენი და შენი ძალოვნების უკანონობასთან და თავგასულობათან ჩრდილოეთ კორეა რა სახსენებელია!

შენ უნდა გასამართლდე, სააკაშვილო!  ოდესაში დაგება ენა? აგებნა სიტყვები?

ღმერთს ვთხოვ, არ გახდე უკრაინაში ვინმეს პირადი ანგარიშსწორების (ტყვიის) მსხვერპლი და აქ, საქართველოში წარსდგე მართლმსაჯულების წინაშე! უნდა ნახოს შენმა „საფიცარმა” დასავლეთმა, როგორი დანაშაულია შენისთანა ტირანის მხარდაჭერა!“ – მიმართავს ნიკოლეიშვილი ყოფილ პრეზიდენტს.

იტვირთბა....