რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუმინეთს და პოლონეთს რაკეტების დამიზნებით ემუქრება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ათენში საბერძნეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინს შეკითხვა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ საბერძნეტში ვიზიტის დროს დაუსვეს. პუტინის თქმით, მოსკოვს უკვე შემუშავებული აქვს საპასუხო ნაბიჯები და როგორც კი მის საზღვრებთან ანტისარაკეტო სისტემა გაჩნდება, რუსეთი ზომებს მიიღებს.
“რუმინეთი მიზანში იქნება ამოღებული ისევე, როგორც პოლონეთი,” – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მან ასევე ყირიმის ანექსიაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმი არასდროს დაბრუნდება. მისი თქმით, საკითხი დახურილია და რუსეთი ამ საკითხზე საუბარს არავისთან აპირებს, რადგან ეს ისტორიული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება.