ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პეტრო პოროშენკოს მრჩეველი ნატოს ყოფილი გენმდივანი გახდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. ამის შესახებ ბრიტანული ტელემაუწყებლობა „ბიბისი“ იტყობინება.

რასმუსენის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნის შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფო დუმა უკვე გამოეხმაურა და მას მტრული ნაბიჯი უწოდა.

ცნობისთვის, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა.

იტვირთბა....