ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველ ყრილობას გამართავს

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველ ყრილობას გამართავს.  ახალი პარტია პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეებით შევა. მათი ვინაობა ცნობილი დღევანდელ ღონისძიებაზე გახდება.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის გამოყვანა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან პარტიის სამომავლო გეგმის ნაწილია.

ლიდერები ამბობენ, რომ სახელმწიფო ხალხისთვისამომრჩევლებამდე მკვეთრი საგარეო პოლიტიკური კურსით მივა, რომლის მთავარი მიზანი დასავლური ორიენტაცია და დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მოლაპარაკებები იქნება.

ახალი მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას, მათ შორის არც წინასაარჩევნოდ, არ გეგმავს.

ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში 14:30 საათზე დაიწყება და პარტიის ხელმძღვანელობას დაამტკიცებენ.

იტვირთბა....