aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი ჰიროშიმაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც 1945 წელს ამერიკული ავიაციის მიერ ბირთვული დაბომბვის შემდეგ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ჩავიდა.

„71 წლის წინ ერთ უღრუბლო დილას, სიკვდილი ციდან ჩამოვარდა და მსოფლიო შეცვალა“ – განაცხადა ობამამ ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში, რომელიც მან ყვავილებით შეამკო.

ობამამ მემორიალზე დადო თაიგული, რომელზეც იაპონურად ეწერა: “მშვიდად განისვენოს ყველა სულმა. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ბოროტება”
“რატომ მოვედით ამ ადგილას, ჰიროშიმაში? ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ დავფიქრდეთ იმ საშინელ ძალაზე, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ბობოქრობდა, ჩვენ მოვედით მიცვალებულთა გამოსაგლოვებლად” – აღნიშნა ობამამ.
პრეზიდენტი ჰიროსიმაში ისტორიული ვიზიტით პრემიერ-მინისტრ აბესთან ერთად ჩავიდა, რათა ბირთვული იარაღის გარეშე მშვიდიდა უსაფრთხო მსოფლიოს იდეისადმი მხარდაჭერა გამოეხატა.

აპრილში ჰიროსიმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა. ჯონ კერიმ ბირთვული აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა. კერი პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა. მისი თქმით, ის ამაყობს ამით.

1984 წელს ჰიროსიმაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იმყოფებოდა, თუმცა ვიზიტის დროს კარტერი პრეზიდენტის თანამდებობას უკვე აღარ იკავებდა.

1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას დაბომბვა ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნებისათვის გამოყენების პირველი შემთხვევა გახდა. ბირთვულ აფეთქებას 130 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბომბვის შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....