ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებულია დოკუმენტაცია 20 მილიონზე: სააკაშვილი აპროტესტებს (ვიდეო)

უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ  ნიშნიანიძესა და  საკონსულს თანამშრომლებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.

როგორც უკრაინული ერთ-ერთი ტელეკომპანია იუწყება, ნიშნიანიძის სამუშაო ადგილზე და საცხოვრებელ სახლს ჩხრეკა ჩაუტარდა. როგორ ირკვევა, ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც სავარაუდოდ, უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.

სააკაშვილმა ფაქტი გააპროტესტა, რომელმაც მომხდარს პოლიტიკური დაკვეთა უწოდა. როგორ ირკვევა, ნიშნიანიძე ამჟამად სააკაშვილის თანაშემწედ მუშაობს.

ამასთან, უკრაინის მთავარი პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლა დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ტარდება და მათ შორის არის ნიშნიანიძესთან დაკავშირებული ფონდი სახელწოდებით – “ნა ბლაგო ოდესი”.

 

 

იტვირთბა....