ჯანდაცვა

წიწიბურა, ბრინჯი და კვერცხი: საუკეთესო დიეტა და უნიკალური რეცეპტი

კანქვეშა ცხიმის მოსაშორებლად ნახშირწყლოვანი შიმშილია საჭირო – დიეტა ნახშირწყლების მინიმალური შემცველობით.

როცა ადამიანი ჩვეულებრივი დიეტის მეშვეობით იკლებს წონაში, ძალიან ხშირად ცხიმი რჩება და წონა კუნთოვანი მასის შემცირების ხარჯზე მიდის.

ეს ასუსტებს სხეულს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო გარეგნობა ავადმყოფური ხდება.

ამიტომაც უნდა დაიკლოთ  მხოლოდ სპორტითა და დაბალანსებული კვებით.

ნახშირწყლოვანი შიმშილი – ყველაზე გამძლეებისთვის არის, მაგრამ ამაზე ეფექტური მეთოდი გასახდომად, უბრალოდ, არ არსებობს.

 

დაიმახსოვრეთ: სპორტი ამ დიეტის დროს აუცილებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გახდომის ეს მეთოდი მაქსიმალურად ეფექტური. აირჩიეთ ნებისმიერი დატვირთვა: სირბილი, სპორტდარბაზი, ველოსიპედით სეირნობა, აქტიური სიარული და სხვა…

სპორტს კი დაურთეთ სწორი დიეტა. ორგანიზმში გლუკოზის დეფიციტის დროს ცხიმის დნობა მიმდინარეობს. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით ჩვენც. ამიტომაც უარი უნდა თქვათ პროდუქტებზე, რომლებიც გლუკოზას შეიცავს.

ნახშირწყლოვანი შიმშილის დროს შეგიძლიათ და უნდა

 

 

მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:

წიწიბურა;

ბრინჯი;

მჭლე ხორცი;

კვერცხი;

პარკოსნები;

ბოსტნეული;

ხაჭო;

ხილი (არატკბილი);

რძე.

 

უნდა გამორიცხოთ შემდეგი პროდუქტები:

ტკბილეული – შეცვალეთ თაფლით;

ცომეული – შეცვალეთ ფაფებით, მაგრამ დღეში არაუმეტეს 200 გრ-ისა;

რძის ცხიმიანი ნაწარმი – მხოლოდ უცხიმო ხაჭო, კეფირი, რძე;

ცხოველური ცხიმები – შეცვალეთ თევზით.

იტვირთბა....