„შეიძლება, ისე მოხდეს, რომ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს!“- ამის შესახებ „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა.
„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შეიძლება, ისე მოხდეს, რომ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდეს, რაც ყველაზე სამართლიანი იქნება“- განაცხადა წერეთელმა.
მან პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ასეთი პოლიტიკით იმდენ ხმას ვერ აიღებსმ რამდენიც ჰგონია.
„ყველა, ვინც ახალ პოლიტიკაშია, იდიოტია! ძალიანაც კარგია, პაატა ბურჭულაძე რომ გააქტიურდა, მაგრამ როცა ამბობს, ჯერ პარლამენტში უნდა მოვიდეს და მერე, დაიწყოს კონსულტაციები, ძალიან ცდება და ამაში ვერ დავეთანხმები, რადგან იმდენ ხმას ვერ აიღებს, რამდენიც ჰგონია; ისეთი საყოველთაოდ გამოკვეთილი ერთპიროვნული ავტორიტეტი არაა, როგორც ზვიად გამსახურდია, სააკაშვილი და თუნდაც ივანიშვილი იყო. ამიტომ, ბურჭულაძე ყველას დაელაპარაკოს. ვინმემ რომ არ იფიქროს, «ვეტენები», ჩემთან ნუ მოვა, მაგრამ ყველა იმ ადამიანს დაელაპარაკოს, ვინც დასავლური კურსის მომხრეა. შეიძლება, ვიღაც აგენტი იყოს, მაგრამ ყველა, ვინც დეკლარაციის დონეზე ანტირუსია, უნდა გააერთიანოს. ასე რომ, თუ დიდი გაერთიანება არ მოხდა, სამარცხვინო არჩევნები ჩატარდება, რასაც დიდი რევოლუცია მოჰყვება“ – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.