ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი

 

„სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას აკვირდება და თუკი კომისიაში კურსის სტაბილურობაში დარწმუნდებიან, შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა დღის წესრიგში დადგეს“ – ამ თემაზე გაზეთი „რეზონანსი“ წერს.

სემეკის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი – სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი.

„როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც”, – ამბობს გოჩა შონია.

„რაც შეეხება ლარის გამყარების ტენდენციას. ბოლო ორი თვეა ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პოზიციებს ისე იმყარებს, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა მიმოქცევიდან 95 მილიონი დოლარი ამოეღო. ფინანსური წრეებიდან უკვე გაკეთდა პროგნოზი, რომ ახლო მომავალში ლარის კურსი 2 ნიშნულამდე ჩამოვა. ეს ნიშნავს, რომ ტარიფის გაიაფების შესაძლებლობა უფრო და უფრო რეალური ხდება”, – აცხადებს შონია.

იტვირთბა....