26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე იუბილეს აღნიშნავს. ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
კონცერტები საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში
ახალციხე, რაბათის ციხე, დასაწყისი 20:00 საათზე.
მცხეთა, ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.
თელავი, ერეკლე მეორის მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.
ბათუმი, ანბანის კოშკთან, დასაწყისი 20:00 საათზე.
ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.
გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 18:00 საათზე.
რუსთავი, თავისუფლების მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.
ფოთი, რუსთაველის რკალი, დასაწყისი 20:00 საათზე.
ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი, დასაწყისი 20:00 საათზე.
ამბროლაური, ცენტრალური მოედანი, დასაწყისი19:00 საათზე.
ზუგდიდში კონცერტი არ ჩატარდება. ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან რამდენიმე დღის მომხდარი მკვლელობის გამო, დამოუკიდებლობის დღე მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნება.
ღონისძიებები თბილისში:
თავისუფლების მოედანი
12:00, თავისუფლების მოედანი – წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია.
11:00 – 21:00 – ყვავილების ფესტივალი.
13:00 – პროექტი „დროის ამბავი“ – ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).
13:00 – 13:40 / 16:00 – 16:40 / 19:00 – 19:40 – მოძრაობის თეატრის პერფორმანსი.
12:00 – 12:40 / 15:00 – 15:40 / 18:00 – 18:40 – პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები.
12:00 – 17:00 ისტორიული ექსპონატების გამოფენა (რუსთაველის თეატრი).
14:00 – 14:30 – ქუჩის თეატრის პერფორმანსი.
13:00 – 14:00 – ბასტი – ბუბუს კონცერტი.
15:00 -16:00 – ბზიკები სტუდიო.
17:00 – 18:00 – ილურიძის ბენდი.
20:00 – 23:00 – გალა-კონცერტი.
რუსთაველის გამზირი
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია.
ახალგაზრდული მუსიკალური ბენდები.
ელექტრონული მუსიკის დღე – დღის პროგრამა: Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin.
სპორტული ღონისძიებები: ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები.ქუჩის კალათბურთი.
საბავშვო გასართობი ღონისძიებები: თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები.
ისტორიული ექსპონატების გამოფენა (რუსთაველის თეატრი).
არტ-კაფეები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველოს 12 ქალაქში – დღის გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები.
სხვადასხვა უწყებების აქტივობები რუსთაველის გამზირზე, თავისუფლებიდან ვარდების მოედნამდე
თავდაცვის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: თავისუფლების მოედანი
შინაარსი: წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, უცხოეთიდან მოწვეული ორკესტრების მუსიკალური შოუ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: თიბისი ბანკის შენობის კუთხიდან ვილეროის მაღაზიამდე გზის ორივე მხარეს.
შინაარსი: კოოპერატივების გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა, ხის კასრები, ლაუნჯები და ა.შ., სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ასევე პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პერიოდის, აგრარული მიმართულებით, ამსახველ ფოტო-გამოფენას;
ტურიზმის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: “უნივერმაღის” შენობის ბოლო ნაწილი.
შინაარსი: ოკულუს ვიდეო-გიდი, მოლაშქრეთა ფედერაცია, მონიტორი ვიზუალით.
განათლების სამინისტრო
ადგილმდებარეობა: “ჯორდანოს” მაღაზიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის კუთხეში.
შინაარსი: ახალგაზრდული მუსიკალური ბენდები (თსუ მუსიკალური ბენდი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბენდი, ილიაუნის ბენდი), ასევე, შერიგების სამინისტროს ფოლკლორული კონცერტი.
სპორტის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის წინ ქუჩაზე (საჭიროების შემთხვევაში მოპირდაპირე მხარესაც).
შინაარსი: ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, გამოფენები, აღმოსავლური ორთაბრძოლები.
თბილისის მერია
ყვავილების ფესტივალი. ადგილმდებარეობა: პირველი სკოლის წინ კიბეებზე და ქუჩის სავალ ნაწილზე.
გალა-კონცერტის სცენა
ადგილმდებარეობა: პარლამენტის შენობის წინ
შინაარსი: თბილისი მერიის კულტურის სამსახური უზრუნველყოფს დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტებს (ბასტი-ბუბუ, ბზიკები), ასევე პანტომიმის წარმოდგენებს. საღამოს გალა კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე რომელიც დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.
ევროინტეგრაციის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: ლესია უკრაინკას ქუჩის მეორე კუთხე
შინაარსი: თაღებიანი კონსტრუქცია ვიზალიბერალიზაციის ინფორმაციული თემატიკით.
იუსტიციის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: ცისფერი გალერეის წინ ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ.
შინაარსი: 3*4-ზე ჯიხური – ინსტალაცია, მონიტორიდან მოსაუბრე ადამიანი, რომელთანაც ინტერაქციაში შევა ნებისმიერი მსურველი.
კულტურის სამინისტრო 1:
ადგილმდებარეობა: მერიოტის მოპირდაპირე მხარეს ბესიკის ქუჩის კუთხისკენ.
შინაარსი: 10*6 ზე გადახურული კაფე პიანინოს მუსიკალური პროგრამით.
კულტურის სამინისტრო 2:
ადგილმდებარეობა: რუსთაველის თეატრის წინ
შინაარსი: სცენა 40 კვ.მ.- საკონცერტო პროგრამა.
კულტურის სამინისტრო 3:
ადგილმდებარეობა: თეატრალური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს
შინაარსი: : 10*6 ზე გადახურული კაფე – პიანინოს მუსიკალური პროგრამით.
კულტურის სამინისტრო 4
ადგილმდებარეობა: მაღაზია “ვანდომეს” წინ (ოპერის ჩასახვევთან)
შინაარსი: სცენა 40 კვ.მ. – საკონცერტო პროგრამით, ბენდების კონცერტები.
კულტურის სამინისტრო 5:
ადგილმდებარეობა: ოპერის მოპირდაპირე მხარეს
შინაარსი: : 10*6 ზე გადახურული კაფე – პიანინოს მუსიკალური პროგრამით.
კულტურის სამინისტრო 6:
ადგილმდებარეობა: ოპერის შენობის წინ
შინაარსი: 1918-1921 წლების მოვლენებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული დადგმა, მეჯლისი.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ადგილმდებარეობა: MOMA-ს შენობის წინ მთელი ტერიტორია 70 მეტრი
შინაარსი: ასაწყობი ფაზლი, კუბები, კუბიკების კონსტრუქციები, ხიდი, გვირაბის კონსტრუქცია მატარებლით, კოშკები, სახლები, ბუშტები დარიგება, ანიმატორები და საბავშვო გასართობი პროგრამები.
გარემოს დაცვის სამინისტრო:
ადგილმდებარეობა: იმელის შენობის წინ გზის ორივე მხარეს.
შინაარსი: ანიმატორები, არიგაის მასტერკლასი, ზიპლაინი, ნატვრის ხე, მზესუმზრის ყვავილები, თოჯინების თეატრი, 3დ პრინტერი, გიფერი და ა.შ.
ენერგეტიკის სამინისტრო:
ადგილმდებარეობა: სმარტის შენობის წინ.
შინაარსი: გადამცემი ხაზების იმიტაცია, ენერგეტიკის ეზოს შექმნა, დღის გასართობი ღონისძიება, ბარი იკანოსთან ერთად, ახალგაზრდული ლაუნჯები პუფებით.
სპორტის სამინისტრო 2:
ადგილმდებარეობა: კაზარიანცის სახლსა და ხეს შორის მოედანზე
შინაარსი: ქუჩის კალათბურთი, მხიარული სტარტები.
შსს
ადგილმდებარეობა: რესპუბლიკის მოედანი.
შინაარსი: უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია, გასართობი აქტივობები.
ისტორიული ექსპონატების გამოფენა
სპორტის სამინისტროს, შსს-ს, პარლამენტის, ეროვნული ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის სხვადასხვა ექსპონატის გამოფენა.
ადგილმდებარეობა: რუსთაველის თეატრის ფოიე.