ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილმა მოკლა კახა ბენდუქიძე“

„პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოკლა კახა ბენდუქიძე“- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოკლა კახა ბენდუქიძე, რომელსაც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ჰქონდა მასთან ურთიერთობა და ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილი უთვლიდა, რომ ჩამოგათრევთ აქ, ციხეში და არც დაბანის საშუალებას მოგცემთ 4 კვადრატული მეტრის საკანშიო. ივანიშვილმა მას ეს პირადად შეუთვალა. კახა ამას ძალიან განიცდიდა, ჩემგან განსხვავებით ის არ იყო პოლიტიკაში და ვერ მოსთხოვდი, რომ ასეთი ნერვები ჰქონოდა. დიდი მოამაგე, დიდი მამულიშვილი, კახა ბენდუქიძე, ივანიშვილმა მიიყვანა სამარის კარამდე“- განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა ტექტონოლოგიურ უნივერსიტეტზე და განაცხადა, რომ ამ უნივერსიტეტის იდეა ივანიშვილს სწორედ მან შესთავაზა.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მე მას შევთავაზე ძალიან დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ, იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ცივი უარი მივიღე. ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია. ახლა საუბრობს ახალ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაზე, რომელიც როდესმე იქნება. მაგ კაცს დებილები ხომ არ ვგონივართ, რამდენი უნდა იძახოს, რომ რაღაც იქნება საოცარ მეოთხე წელის დაპირებებში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....