გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის ხარისხის გაზომვითი სამუშაოები ჩაატარა. სააგენტომ ჰაერის ხარისხის გაზომვა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ჩაატარა – ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი.
არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე სუფთა ქალაქებად ახალციხე, ზუგდიდი და თელავი დასახელდა. რაც შეეხება ზესტაფონს, იქ მანგანუმის რაოდენობა დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მთავარ პრობლემას საწვავის ხარისხის კონტროლი წარმოადგენს. ავტომანქანების გაუმართაობასთან ერთად, საწვავის ხარისხი სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვების ძირითადი მიზეზია.