ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პროკურატურა იტყუება!!! – ე.წ კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია განცხადებას ავრცელებს

 

ე.წ კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია პროკურორ ნინო აღლემაშვილის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. აღლემაშვილის თქმით, “სპეცკავშირმშენმა” ოფიციალურად შესთავაზა და თავდაცვის სამინისტროში დაარეგისტრირა უფასო შეთავაზების შესახებ წინადადება.

სამუშია პროკურორს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “სპეცკავშირმშენს” არავითარი ოფიციალური შეთავაზება უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

‘’პროკურორი ნინო აღლემაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. შეცდომაში შეყავს საზოგადოება და ჟურნალისტები… ავთანდილ ჭოლოკავამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საწინააღმდეგო, “სპეცკავშირმშენს” არავითარი ოფიციალური შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსთვის არ გაუკეთებია და არ დაურეგისტრირებია. პროკურორი აღლემაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საქმეში ეს დარეგისტრირებული მასალები დევს. “კაბელების საქმეში”, რეალურად დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ჭოლოკავას და მის კომპანია “სპეცკავშირმშენს” არავითარი ოფიციალური შეთავაზება უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია!!! პროკურატურა იტყუება!!!’’, – განაცხადა სამუშიამ.

იტვირთბა....