ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვარშავის სამიტის შემდეგ ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება“

„ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე პარტნიორი“, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაიმ აღნიშნული განცხადება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ მზადებაზე ვარშავის სამიტისთვის. მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ძირითად, სამ ელემენტზე იქნება საუბარი: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა. სამიტის შედეგ საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

იტვირთბა....