ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოთხოზორიას მკვლელობაზე წინდაუხედავი, არასწორი სიტყვები ვთქვი“

 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლლობასთნ დაკავშირებით, მისი შეფასება არასწორი იყო.

“ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არათუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს”, – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, ზაქარეიშვილმა ხურჩაში ე.წ საზღვართან მომხდარ მკვლელობაზე კომენტირებისას შემდეგი განაცხადა: “ეს არის ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური, როგორც ნაციონალების დროს”.

 

იტვირთბა....