ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შსს-მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო  უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე რეაგირებაც მყისიერად მოხდა.

ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია და გიგა ბოკერია  სცემეს.

 

იტვირთბა....