ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კურტანიძე: კოღუაშვილი გაეთრეს ქართული ოცნებიდან

“კი არ უნდა წავიდეს, დროზე უნდა გაეთრეს ქართული ოცნებიდან,” – ასე ეხმაურება დავით კოღუაშვილის განცხადებას “ქართული ოცნების წევრი, ლუკა კურტანიძე.

“შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე “ქართული ოცნებიდან. ყველა ჭრილობა სისხლის, სიკვდილის, რაც ერთან ერთად გამოვიარე, განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სიახლოვეს ვერ იქნებიან. სიმწრის ცრემლები მახრჩობს, დავით კოღუაშვილო!” – წერს კურტანიძე სოციალურ ქსლში.

შეგახსენებთ, დავით კუღუაშვილი „ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. კოღუაშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ის გარემოებების მსხვერპლი გახდა.

იტვირთბა....