ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურასთან აქციას გამართავენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

პირველი აქცია დღეს, 14:00 საათზე პროკურატურასთან გაიმართება და, როგორც პარტიაში აცხადებენ, მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.
პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას, თქმით კი, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პარტიის დღის წესრიგს ცვლის, რადგან ისინი “უდანაშაულო ადამიანების მიტოვებას არ აპირებენ” და ბოლომდე იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....