ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, თუმცა მას ექნება ყველაფერი დანარჩენი, MAP – ის გარდა. – ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლს, ჯეიმს აპატურაის ეკუთვნის.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სწორი მიდგომაა, რომ არ მოხდეს წევრობის სამოქმედო გეგმის გაფეტიშება და ის პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ იქცეს.
“ვფიქრობ, გადაწყვეტილება რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP – ის თემაზე და როგორ შეიძლება, სამოქმედო გეგმის მინიჭება ფურცელზე გაჩნდეს არის სწორი და მართებული მიდგომა, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება, არ ვაქციოთ ის პოლიტიკური დისკუსის საგნად. მას საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ, რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და აქ ჩვენ. არის ყველაფერი დანარჩენი ამის გარდა.
წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა, რაც MAP. გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები – შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდინება, თუ როდის შეიძლება საქართველო ამის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია”, – აღნიშნავს აპატურაი.