ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir თვითმფრინავი Airbus A320-232, რეისის განხორციელებისას, რადარიდან გაუჩინარდა, – აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბორტზე 69 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 59 ჩვეულებრივი მგზავრია, ხოლო 10 – თვითმფრინავის პერსონალი. თვითმფრინავი პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. ბოლოს იგი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი 2003 წელსაა გამოშვებული და გაუჩინარებისას მიწიდან 11,270 მეტრზე იმყოფებოდა.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Airbus-ი, გაუჩინარების მომენტში ეგვიპტის საჰაერო ზონაში იყო. მას ამ დრომდე ეძებენ.