ანი გიუნტერისა და მისი მეუღლის – კახა არაბიძის ოჯახის დანგრევაზე მედია ხშირად საუბრობდა. გიუნტერი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ ეს მცირე გაუგებრობა იყო. ცნობილმა ტელეწამყვანმა ამასთან დაკავშირებით, პოსტი გაავრცელა:
“გავიდა დრო და ისევ ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა მესმის: “არ შერიგდით?” მეორე, წამში მოსდევს პირველს: “სხვა ვინმე ჰყავს?” დიახ, ჰყავს და ეს “სხვა” მე ვარ.
ჩვენ “სხვები” გავხდით ერთმანეთისთვის და დღეს მესამე მე ვარ. გიყვარდეთ ერთმანეთი და ნუ გახდებით სიყვარულისთვის “სხვები”…- წერს გიუნტერი სოციალურ ქსელში.