პრინცესა საქართველოში კარატეს ეროვნული ფედერაციის მოწვევით ჩამოდის. ის ბათუმში დაგეგმილ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება.
საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი ბათუმში 19 მაისს გაიხსნება და 22 მაისს დასრულდება.
პრინცესა შეიხა ატანი 33 წლისაა, არის მშვიდობის ელჩი, ქველმოქმედი, ის არის საერთაშორისო საქვემოქმედო ფონდის “სატუკის”, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში სპორტის განვითარებას.
ყატარის პრინცესა 21 მაისს, 13 საათზე სასტუმრო “ჰილტონში” მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.