რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი კლასელებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკში სასეირნოდ ველოსიპედით იყო წასული. ბიჭი ტბაში გადახტა, რის შემდეგაც მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.